საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკებზე განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია

იწყება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის კლინიკის გავლის მსურველ მაგისტრანტთა განაცხადების მიღება - წინასწარი რეგისტრაცია.

 

მაგისტრანტებისთვის1შემოთავაზებულია შემდეგი კლინიკები:

 

  • პრაქტიკული სამართლის კლინიკა (12 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის. კლინიკა სავალდებულოა ყველა მაგისტრანტისთვის);

 

კონსოლიდირებული კლინიკები:

 

  • სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატის“ კლინიკა (18 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

სპეციალური კლინიკები:

 

  • იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტაჟირება (9 კრედიტი, მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
  • „საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის; მაგისტრანტს გავლილი უნდა ჰქონდეს პრაქტიკული სამართლის კლინიკა);
  • დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა);
  • სასამართლო პრაქტიკის კვლევის, დოქტრინალური ანალიზისა და განზოგადების კლინიკა სანივთო სამართალში (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს კლინიკა (9 კრედიტი. განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • „ნუნუ კვანტალიანის საადვოკატო ბიუროს“ კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • ფროფეშენალ ლიგალ სერვისის საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საპარლამენტო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • მედიაციის კლინიკა (თსუს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ბაზაზე) (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სახალხო დამცველის აპარატის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • სასამართლო მედიაციის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ოფისი „გარანტიას“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • პროკურატურის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • იურიდიული ფირმა „ემ ჯი ლოს“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საკონსტიტუციო სამართალწარმოების კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის);
  • „მარგველაშვილი, რეალ ქონსალტინგის“ საადვოკატო კლინიკა (9 კრედიტი, განკუთვნილია კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის).

 

დაინტერესებულმა მაგისტრანტებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე ana.kharaishvili@tsu.ge

 

პროკურატურის კლინიკით, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ საადვოკატო კლინიკით, მედიაციის კლინიკითა და იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკით დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადთან ერთად უნდა გამოგზავნონ CV.

 

კლინიკებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 თებერვალი, 18:00 საათი.

კლინიკებში სტუდენტების მიღება მოხდება განაცხადების საფუძველზე და ზოგიერთ შემთხვევაში გასაუბრების გზით.

გასაუბრებები ჩატარდება 28-29 თებერვალს. კონკრეტული დროები მოგვიანებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს 577 47 55 15

 

[1] სტუდენტს, რომელიც მუშაობს იურისტის სპეციალობით, რასაც იგი ადასტურებს სამსახურებრივი ცნობით დამსაქმებლისა და მისი უშუალო სამუშაო ფუნქციების შესახებ, კლინიკური სწავლების დირექტორის ნებართვით, შეუძლია, გააკეთოს არჩევანი იურიდიულ კლინიკასა/კლინიკებსა და საჯარო სამართლის, კერძო სამართლის ან/და სისხლის სამართლის მოდულის არჩევით სასწავლო კურსებს შორის და ასე დააგროვოს 18 კრედიტი პრაქტიკული სამართლის კლინიკასთან (12 კრედიტი) ერთად, რაც სულ შეადგენს 30 კრედიტს. (აღნიშნული ცნობის დედანი მაგისტრანტმა კლინიკებზე წინასწარი რეგისტრაციისთის დადგენილ ვადებში დასკანერებული ფორმით უნდა წარადგინოს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში ან გაგზავნოს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე chancellerylaw@tsu.ge). პრაქტიკული კომპონენტის (30 კრედიტი) განხორციელება შესაძლებელია ერთ-ერთი კომბინაციით, კერძოდ, ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 2 (ორი) სპეციალური იურიდიული კლინიკის (9 კრედიტი X 2 = 18 კრედიტი), ან პრაქტიკული სამართლის კლინიკისა (12 კრედიტი) და 1 (ერთი) კონსოლიდირებული იურიდიული კლინიკის (18 კრედიტი) ერთობლიობით.

თარიღი: 21/02/2024